1
წესები და პირობები
2
აირჩიე უნივერსიტეტი
3
მომხმარებელი
4
აქტივაცია
5
ტელეფონი
სტუდენტის ინფორმაცია
სტუდენტის ინფორმაცია

უნივერსიტეტი

შენი პ/ნ

სტუდენტის ინფორმაცია

მომხმარებელი

პაროლი

გაიმეორე პაროლი

პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები
პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები
სტუდენტის ინფორმაცია
სტუდენტის ინფორმაცია

მობილურის ნომერი

დააჭირე ნომრის აქტივაციას , რათა გაგიაქტიურდეს ბონუსის ნომერი
სტუდენტის ინფორმაცია
სტუდენტის ინფორმაცია

მობილურის ნომერი

შეიყვანე ელ-ფოსტა ან მობილური ნომერი

ელფოსტა/ტელეფონი

პაროლის აღდგენა

შეტყობინება

ახალი პაროლი

გაიმეორეთ ახალი პაროლი

პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები
პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები

უნივერსიტეტის დამატება

სახელი

ელ-ფოსტა

უნივერსიტეტი

კომენტარი

ჩემი ბონუსი
მიმდინარე ბონუსი
ისტორია
თქვენ არ გაქვთ დამატებული ტელეფონის ნომერი. დაამატეთ ნომერი და მიიღეთ საჩუქრები
თქვენ არ გაქვთ დამატებული ტელეფონის ნომერი. დაამატეთ ნომერი და მიიღეთ საჩუქრები
ნომრის დამატება
გახდი ჯეოსელის აბონენტი
საჩუქრების მისაღებად გახდი ჯეოსელის აბონენტი ან დაპორტირდი.
პორტირება
თქვენ ჯერ არ მიგიღიათ ბონუსი
ჩემი მედლები
ყველა მედალი
ჩემი მეგობრები

აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

 

ამ ველის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაცნობილი ხართ აპლიკაციის წესებს, პირობებს და ჯეოსელის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულიაhttps://geocell.ge/ge/company/about-us-ზე და უპირობოდ ეთანხმებით მას !!! ხოლო, იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს - მონიშნეთ „არ ვეთანხმები“. 

 

1. განმარტებები:

„ელექტრონული დასტური“საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის მიერ ვებგვერდის ან/და მობილური აპლიკაციის საშუალებით მონიშნული ველი - „ვადასტურებ, რომ გავეცანი და სრულად ვეთანხმები აპლიკაციის წესებსა და პირობებს“. 

„იდენტიფიკაცია“ – ჯეოსელის მიერ უნივერსიტეტში იმ მონაცემების გადამოწმება, რომელიც სტუდენტმა მიუთითა აპლიკაციაში.   

„სტუდენტი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხული ფიზიკური პირი, რომელსაც ნების თავისუფალი გამოხატვის ელექტრონული გზით დადასტურების საფუძველზე, სურს პროექტში მონაწილეობის მიღება.

„უნივერსიტეტი“ - საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი.

„პერსონალური მონაცემები“ - სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სემესტრი, სტატუსი (აქტიური სტატუსი, შეჩერებული და ა.შ) საგნები, რომლის რეგისტრაციაც გავლილი აქვს, გავლილი საგნები, ქულები, ყველა გავლილი ან გასავლელი სემესტრები და არჩეული საგნები და ნიშნები, ცხრილი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და სხვა ისეთი მონაცემი, რომელიც აუცილებელია პროექტის მიზნებიდან გამომდინარე.

„კონტრაქტორი კომპანია“ - შპს „ლივინგსტონ ლაბ“ - ს/კ 405070364

„აპლიკაცია“ - მობილური/ვებ აპლიკაცია

„პროექტი“ - სტუდენტების ლოიალობის პროექტი, სახელწოდებით “VICI”

„მხარე“ -  ჯეოსელი ან სტუდენტი.

„მხარეები“ - ჯეოსელი და სტუდენტი ერთად.


2. მიზანი 

ჯეოსელი, აპლიკაციის საშუალებით ახორციელებს სტუდენტების ლოიალობის პროექტს, რომელიც ხოლო სტუდენტი გამოხატავს ნებას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში და ამავდროულად ეთანხმება მის წესებსა და პირობებს.

 

3. მხარეთა გარანტიები და თანხმობები

3.1. სტუდენტი: 

3.1.1 აძლევს უნივერსიტეტს უფლებას მისცეს წვდომა ჯეოსელს და ჯეოსელის კონტრაქტორ კომპანიას მის პერსონალურ მონაცემებზე და აცხადებს გარანტიას, რომ მას არ წარმოეშობა არანაირი პრეტენზია უნივერსიტეტთან მისი პერსონალური მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით.

3.1.2 აძლევს უფლებას ჯეოსელს და მის კონტრაქტორ კომპანიას, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაამუშაონ და გამოიყენონ მისი პერსონალური მონაცემები პროექტის განხორციელების მიზნებისათვის, რომელიც მათ გადაცემული აქვთ უნივერსიტეტისგან ან მოპოვებული აქვთ აპლიკაციის საშუალებით.

3.1.3 ადასტურებს მის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეს.

3.1.4 აცხადებს გარანტიას, რომ აპლიკაციით სარგებლობისას/რეგისტრაციისას ის არ არღვევს მესამე პირების უფლებებს.

3.1.5 ადასტურებს, რომ არ გამოიყენებს აპლიკაციას თაღლითური ან/და სხვა კანონსაწინააღმდეგო მიზნით ან/და არ მოახდენს მასში თვითნებურად რაიმე სახის ცვლილებებს.

3.2 ჯეოსელი აცხადებს გარანტიას, რომ გამოიყენებს სტუდენტის პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად.

3.3 ჯეოსელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს თავისი შეხედულებისამებრ და სტუდენტის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოახდინოს აპლიკაციის და მისი პირობების შეცვლა/განახლება.

3.4 უნივერსიტეტის იხსნის პასუხისმგებლობას სტუდენტის პერსონალური მონაცემის ჯეოსელისა და მისი კონტრაქტორი კომპანიისათვის გადაცემის შესახებ, რადგან სტუდენტმა გაიარა „VICI“ -ის აპლიკაციის რეგისტრაცია და გაეცნო პირობებს.

 

4. პერსონალური მონაცემების დაცვა

4.1 ჯეოსელი ან/და მისი კონტრაქტორი კომპანია, სტუდენტის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2 ჯეოსელი და მისი კონტრაქტორი კომპანია არ გადასცემს სტუდენტის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.3 ჯეოსელი და მისი კონტრაქტორი კომპანია სტუდენტის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს მისი მოპოვებიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო 2 წლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად ანადგურებს დამუშავებულ ინფორმაციას.

4.4 სტუდენტის გაცემული თანხმობის შემდეგ, მიცემულ თანხმობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯეოსელი და მისი კონტრაქტორი კომპანია წყვეტს მისი მონაცემების დამუშავებას და სტუდენტი ავტომატურად წყვეტს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას.

 

5. ინტელექტუალური საკუთრება

5.1 სტუდენტი ადასტურებს, რომ აპლიკაცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება (კომპიუტერული პროგრამა, დიზაინი, პატენტი, გრაფიკა და ნებისმიერი სხვა სიკეთე) წარმოადგენს ჯეოსელის ან/და მისი კონტრაქტორი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას.

5.2 სტუდენტი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს ჯეოსელის ან/და უნივერსიტეტის სასაქონლო ნიშანი.

5.3 ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი გადაამუშაოს ან ნებისმიერი სხვა სახით გამოიყენოს ჯეოსელის, მისი კონტრაქტორების ან/და უნივერსიტეტის კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრება.

 

6. აპლიკაციით სარგებლობის შეწყვეტა

6.1 ჯჯეოსელი უფლებამოსილია, სტუდენტის მიერ აპლიკაციის გამოყენების წესებისა და პირობების, ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას, ასეთი დარღვევის აღმოჩენისთანავე, შეუწყვიტოს სტუდენტს აპლიკაციით სარგებლობის უფლება.

6.2 სტუდენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, დეაქტივაციის საშუალებით, შეწყვიტოს აპლიკაციით სარგებლობა. ამასთან, თუ სტუდენტი შეწყვეტს აპლიკაციით სარგებლობას მისთვის პროექტით გათვალისწინებული ბონუსის დარიცხვამდე, სტუდენტი კარგავს უფლებას მიიღოს ბონუსი.

6.3 ჯეოსელი, თავისი შეხედულებიდან გამომდინარე უფლებამოსილია გააუქმოს აპლიკაცია ნებისმიერ დროს და მას არ წარმოეშობა სტუდენტის მიმართ რაიმე სახის ვალდებულებები.

 

7. სხვა პირობები

7.1 ეს აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია სხვა მობილური ოპერატორების აბონენტებისთვის (ინტერნეტ საჩუქრების დარიცხვის გარეშე), რათა მიიღოს ინფორმაცია აკადემიური მოსწრების/- შესახებ მობილური აპლიკაციის/ვებ გვერდის საშუალებით და ჩაერთოს სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებებში.

7.2 აპლიკაციით სარგებლობის პირობებსა და მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ის შემთხვევა, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ პირობებით, დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

7.3 ყველა დავა გადაწყდება შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყდება საქართველოს სასამართლოს გზით.

7.4 ამ პირობების დარღვევა კომპანიის მხრიდან არ წარმოშობს რაიმე სახის ჯარიმის გადახდას.

7.5 ღილაკ „ვეთანხმები“-ს მონიშვნის შემთხვევაში სტუდენტი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო პირობებს და ეთანხმება მას.

 

პაროლის შეცვლა

პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები
პაროლი უნდა იყოს 5-25 სიმბოლო , ლათინური ასოები ან რიცხვები

ანგარიშის გაუქმება
ანგარიშის გაუქმების შემდეგ აღარ ჩაგერიცხებათ საჩუქრები და ამავე დროს ვერ შეძლებთ აპლიკაციით სარგებლობას.

უნივერსიტეტის დამატება